ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში – ისევ გაურკვეველია, მოსაზრებები გაყოფილია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. პარტია „გირჩში“ არჩევნებისთვის მზადებას ადასტურებენ. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა არჩევნებისთვის ემზადებიან, თუმცა კოორდინაცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ისევ გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.