თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე, ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა . ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს კოალიცია „ახალი“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტია „გირჩი“ ემზადება. გადაჭრით არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ოპოზიციური პარტიები „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე მათგანი, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“, რეგიონებში უკვე არჩევნების სამზადისი დაწყებული აქვთ.