თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმა 

21:34, 05.05.2025

ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – ოპოზიციური ფლანგზე ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ისევ არ არსებობს.

თანხმობა ამ ეტაპზე „გირჩს“ აქვს გაცხადებული. ბარიერგადალახული პარტიებიდან კი მომავალი არჩევნებისთვის მზადების ფაქტს მხოლოდ გახარიას პარტიაში ადასტურებენ, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ პოლიტიკური დღის  წესრიგის მთავარი თემა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლებაა. ეს პოზიცია მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.  ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე ამ დრომდე კატეგორიულ უარს აცხადებს და ყველას, ვინც საარჩევნო მარათონში ჩაერთვება „ქართული ოცნების“ მოკავშირედ განიხილავს. ჯერ-ჯერობით იდენტური პოზიცია აქვთ „ახლებშიც“. „ლელოში“ კი საბოლოო პასუხისგან თავს იკავებენ. პროცესში დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრები, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად, პარტიების ნაწილი მხარდამჭერებთან შეხვედრებს მართავს.

რატომ არ აქვთ ოპოზიციაში ცალსახა პასუხიბ – თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.

მსგავსი