არშემდგარი ბოიკოტი და დარღვეული ერთობა – გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
როგორც ჩანს, იგივე გეგმა აქვს მამუკა ხაზარაძის პარტიასაც. „ლელოს“ ლიდერი ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციებს საჯაროდ სთავაზობს და დარწმუნებულია, რომ მერების და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობა და წარმატება საპარლამენტო არჩევნების მიღწევის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების შანსებს გაზრდის. არსებული საარჩევნო გარემოთი საარჩევნო მარათონში ჩართვა კატეგორიულად მიუღებელია დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომელიც „ლელოს“ პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც ირკვევა, ბოიკოტი შეცდომად მიაჩნია მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ოპოზიციონერ აქტორებს წარსულში დაშვებულ სხვა შეცდომებზეც მიუთითებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა ყოფილი პრემიერის გუნდისთვისაც, რომელიც მზად არის, საერთო გადაწყვეტილების შემთხვევაში მერობის საერთო კანდიდატებზე იმსჯელოს.