თვითმმართველობის არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები - კონფერენცია „თბილისი მარიოტში“

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა დღეს „თბილისი მარიოტში“.

ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ მიღებული გამოცდილება მომავალი არჩევნებისას გათვალისწინებული უნდა იყოს. მსგავსი ტიპის კონფერენციები 2012 და 2016 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაიმართა.