თვითმმართველობის არჩევნები - „ლელოს“ გადაწყვეტილება

„ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კოალიციის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ის და მისი გუნდი რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე იბრძოლებს.

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო, თუმცა, ისიც დააზუსტა, რომ ეს დე ფაქტო არჩევნებია, რომლითაც დე ფაქტო ხელისუფლებასთან ბრძოლას აპირებენ.

ნათია ქენქაძე დაესწრო ბრიფინგს და დეტალებით პირდაპირ ეთერში ახლა სწორედ ჩემი კოლეგა ისაუბრებს.