თვითმმართველობის არჩევნები – „ლელოს“ გადაწყვეტილება

18:02, 06.07.2025

თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილება კვლავ კრიტიკის საგანია ოპოზიციურ სპექტრში. „საერთო ბრძოლის ღალატი“ – ასე შეაფასეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ლელოს“ გეგმა და ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ თავად კოალიციაშიც. საბა ბუაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და დეა მეტრეველმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, თუმცა, პარტიაში რჩებიან. მათ არჩევნებში მონაწილეობა დიდ შეცდომად მიაჩნიათ და ამიტომ პროცესისგან დისტანცირდებიან. ანა ნაცვლიშვილი პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიიჩნევს იმას, რომ არ შეიქმნა საერთო გადაწყვეტილებების მიღების ფორმატი. მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. „ლელოს“ მისამართით გამოთქმულ მწვავე კრიტიკას ცოტა ხნის წინ საპატიმროდან ბადრი ჯაფარიძემ წერილობით უპასუხა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური ლიდერების და ახალგაზრდების დაკავება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული კონტროლი მოიპოვოს ყველა ინსტიტუციაზე, მოხდეს ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილება და მოქალაქეებმა ცვლილებების იმედი დაკარგონ. სწორედ ამ მოტივით ხსნის „ლელოს“ ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ბადრი ჯაფარიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სწორს და დროულს უწოდებს.

მსგავსი