თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება კვლავ კრიტიკის საგანია ოპოზიციურ სპექტრში. „საერთო ბრძოლის ღალატი“ – ასე შეაფასეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ლელოს“ გეგმა და ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ თავად კოალიციაშიც. საბა ბუაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და დეა მეტრეველმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან. მათ არჩევნებში მონაწილეობა დიდ შეცდომად მიაჩნიათ და ამიტომ პროცესისგან დისტანცირდებიან.
ცნობისთვის, ამ თემაზე საპატიმროდან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ – მისი თქმით, 4 ოქტომბერი დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლაა.