თვითმმართველობის არჩევნები - „ლელოს“ გადაწყვეტილება

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ მეორე პარტიაა ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. გადაწყვეტილება დღეს პარტიის წევრებმა კოალიციის ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერეს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ის და მისი გუნდი რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე იბრძოლებს.

პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტილებას ვრცელი წერილით საპატიმროდან გამოეხმაურა – მისი თქმით, დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა.