თვითმმართველობის არჩევნები - დაპირისპირება ოპოზიციაში
ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. პარტიების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მსურველ „ლელოს“ და გახარიას პარტიას აკრიტიკებს. განსაკუთრებით მძიმე ბრალდებებს აჟღერებს „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელოს“ მისამართით. პარტიაში ამბობენ, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილებაზე თვალის დახუჭვის შემთხვევაში, მათ ამ პარტიიდან გარკვეული სარგებელი შესთავაზეს.
ამის პარალელურად, საერთო კანდიდატების შერჩევას ცდილობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და გახარიას გუნდი, თუმცა ალეკო ელისაშვილის ხედვას, დიდ ქალაქებში ბრძოლასა და პატარა ქალაქებში ბოიკოტთან დაკავშირებით, არ იზიარებენ გახარიას თანაგუნდელები. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებში ოპონენტების დამარცხებას პროგნოზირებს.