თვითმმართველობის არჩევნები - დაპირისპირება ოპოზიციაში

ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ღრმავდება.

რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ „ლელოს“ განაცხადმა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გეგმამ პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების სამიზნედ აქცია. რეზონანსული განცხადებების ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, რომლებიც „ლელოს“ ლიდერებს პოლიტიკოსების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. პარტიის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია კოალიცია „ცვლილებებისთვისაც“. ოპოზიციის ნაწილი მუნიციპალურ არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობას ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებად და ღალატად აცხადებს. ხაზარაძის გუნდს, რომელსაც 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს, განმარტებების რეჟიმში უწევს ყოფნა. მთავარ არგუმენტად არჩევნების, როგორც ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტის გამოყენება სახელდება. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთათვის თვითმმართველობის არჩევნები წითელი ხაზია, „ლელოდან“ სტრატეგიის და გეგმის არ არსებობაზეც მიუთითებენ. ანალოგიური შენიშვნა აქვს გახარიას პარტიასაც, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის უკვე კანდიდატებს არჩევს.

მოახლოებული არჩევნები, რომელმაც ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური ძალის გზები გაყო – ანა ბროლაძე დეტალებით.