თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების გეგმები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სოციოლოგიურ კვლევას აანონსებენ. მათი განმარტებით, სწორედ ამ გამოკითხვის შედეგებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მათი მერობის საერთო კანდიდატი. ისინი გავრცელებულ ინფორმაციას, ალეკო ელისაშვილის კანდიდატობის შესახებ არ ადასტურებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“კი არჩევნებში მონაწილე პარტიების გეგმებს ისევ აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაციაა. მმართველი გუნდი კი მერობის კანდიდატს ოფიციალურად ხვალ წარადგენს.