თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების გეგმები

12:14, 25.03.2025

მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – ლიდერები ამბობენ, რომ ახლა ამაზე სასაუბრო დრო არ არის და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. განიხილავენ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ამ დროისთვის ვინც თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას აპირებს, პარტია „გირჩია“. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ უშანსოა.

მსგავსი