თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის პოლიტიკა

ვინ რისთვის ემზადება 4 ოქტომბერს – ორად გაყოფილი ოპოზიციური ფლანგი და სულ უფრო მზარდი კრიტიკა ერთმანეთის მისამართით.

გიორგი გახარიას და პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები კოსნულტაციების აქტიურ ფაზაში არიან და თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ. საარჩევნო მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების ფონზე ექს-პრემიერის გუნდსა და „ლელოს“ დანარჩენი ოპოზიციის მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ გადაიფიქრეს. პარტიები საკუთარ კანდიდატებს ჯერ ასაიდუმლოებენ, თუმცა დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატად უკვე გაიჟღერა ალეკო ელისაშვილის გვარმა, რომელიც ერთხელ, 2021 წელს თბილისის მერობისთვის უკვე იბრძოდა. ფაქტია ისიც, „ტფილისის ჰამქარის“ ყოფილმა დამფუძნებელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გასვლითი პრესკონფერენცია სწორედ დედაქალაქის პრობლემებზე სასაუბროდ მოაწყო.