თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. დადასტურებულად კი, არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გირჩი“ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიები – „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება და ამისთვის რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ.