ამ დრომდე უცნობია ვის წარადგენენ მერობის კანდიდატებად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები. „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ისევ საერთო კანდიდატებზე მსჯელობენ. რაც შეეხება ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობენ. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობა“ 4 ოქტომბრისთვის მძლავრ პროტესტს აანონსებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს – უმრავლესობა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, ისევე როგორც იმაშია დარწმუნებული, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობაა.