თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმები

როგორ მიმდინარეობს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მოსახლეობასთან შეხვედრები, მერობის კანდიდატების შერჩევა და კონსტრუქციული მოლაპარაკებებია პარტია „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩის“ სამოქმედო გეგმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე. თავის მხრივ, მძლავრ პროტესტს აანონსებს 4 ოქტომბრისთვის „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ  ძალა ხალხშია და მოსახლეობას არჩევნების თარიღისთვის შეკრებისკენ მოუწოდებენ. ამ გეგმის გამო, „ნაცმოძრაობას“ აკრიტიკებენ არჩევნებში მონაწილე პარტიები.
რაც შეეხება მმართველ გუნდს – უმრავლესობა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.