თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმა

15:12, 01.10.2025
 სამი დღე რჩება თვითმმართველობას არჩევნებამდე. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ისევ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბრობს. მოწოდებების მიხედვით – მოძრაობა ჯგუფებად დედაქალაქის მასშტაბით უნდა დაიწყოს და გამოიყენონ შურდული და ვაზელინი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მუშაობის შესაფერხებლად.
ოპოზიციის მეორე ნაწილი „ქართული ოცნების“ დამარცხებას არჩევნების გზით აპირებს და რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს „გირჩი“.
შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას რეაგირება ექნება.

მსგავსი