თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე რჩება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, კვლავ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე საუბრობს. მოწოდებების მიხედვით, მოძრაობა ჯგუფებად, დედაქალაქის მასშტაბით უნდა დაიწყოს და გამოიყენონ შურდული და ვაზელინი, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მუშაობის შესაფერხებლად. ოპოზიციის მეორე ნაწილი, „ქართული ოცნების“ დამარცხებას არჩევნების გზით აპირებს და რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს „გირჩი“. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას ექნება რეაგირება.