თვითმმართველობის არჩევნები და დაპირისპირება ოპოზიციაში

ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ღრმავდება. თავდასხმების და მწვავე კრიტიკის სამიზნეები ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეცვალეს. „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიის მიმართ რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამო, რომლის მიხედვით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური ძალები მმართველი პარტიის შემდეგ, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ. ორივე პარტიას ხელისუფლების სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების მომხრე პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ბრალდების ადრესატებთან ცოტა ხნის წინ საერთო ოპოზიციურ ფორმატებში აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამ ფონზე კიდევ ერთხელ აქტიურდება გაერთიანებისკენ მოწოდებები. ოპოზიციური ერთობისა და წინააღმდეგობის ერთიანი მოძრაობის შექმნის ინიციატივას ციხიდან ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აჟღერებს.