თვითმმართველობის არჩევნები 

„ლელოს“ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ კრიტიკის საგანია ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია. საკითხს დღესვე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. „ჩემი აზრით, „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს. უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით და კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-„ქოცური“ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტიც ჩვენს პოზიციაზე დგას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციაში არსებულ პოზიციებს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.„არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.