ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ისევ ბუნდოვანია რისთვის ემზადება ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ გამორიცხავენ. ამ დრომდე ბუნდოვანი პასუხი აქვთ პარტიებში „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“. რაც შეეხება „გირჩს“, პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე აქტიური მზადება აქვთ დაწყებული.
მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მარათონში საბოლოოდ ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია ჩაერთვება. თავად „ქართული ოცნება“ კი წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაიწყებს.