თვითმმართველობის არჩევნები 2025 - საარჩევნო პროცესი ზუგდიდში

ზუგდიდში დილის რვა საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი. ჯერჯერობით საჩივარი არ შესულა და ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ათი საათის მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში 8 ათას 305-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ზუგდიდში გამოხატა საკუთარი არჩევანი ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნატა ბერულავა მოგვაწვდის ზუგდიდიდან.