თვითმმართველობის არჩევნები 2025 - პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან
დილის 08:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები ბათუმშიც, სადაც მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. ქალაქის მასშტაბის სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 157 ათასს აჭარბებს. მერაბ წულუკიძე მუშაობს დილიდან ბათუმის 74-ე საარჩევნო უბანზე და დეტალებით პირდაპირ ეთერში ახლა სწორედ ჩემი კოლეგა შემოგვიერთდება.