თვითმმართველობის არჩევნები 2025 - „მოამბის“ შეკითხვებს „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელმა, გოჩა ცოფურაშვილმა უპასუხა
თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. ტრადიციულად პირველი არხი, საარჩევნო სუბიექტებს საშუალებას აძლევს, საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნონ. დღეს 18 საათიანი „მოამბის“ მეორე ბლოკში, ჩვენი სტუმარი, საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი, პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ცოფურაშვილი იქნება.