თვითმმართველობის არჩევნები 2025 – ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

10:19, 05.10.2025

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის 3 061 უბნიდან 2 283 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 74.583%-ს შეადგენს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი შედეგები ასეთია:

ნომერი 1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – (0.377 %); ნომერი 3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 2.764 %.

ნომერი 5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – (0.412%) ნომერი 7 „თავისუფალი საქართველო“ – (0.325 %)

ნომერი 8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – (0.845 %)

ნომერი 9 „ძლიერი საქართველო-ლელო“ – (6.77 %) 11 „საქართველო“ – (0.152%)

ნომერი 12 მწვანეთა პარტია – (0.168 %)

ნომერი 14 „სახალხო ხელისუფლება“ – (0.236 %)

ნომერი 25 „გახარია საქართველოსთვის“ – (3.87 %)

ნომერი 36 „გირჩი“ – 38012 (3.292%)

ნომერი 41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო კი “ – (80.79 %).

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 99.658 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 70%-ზე მეტით ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.58% პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე – 71.58%. ირაკლი კუპრაძე – 12.432%, იაგო ხვიჩია – 7.526%, ზურაბ მახარაძე – 4.12%. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მოიგო.

მსგავსი