არჩევნები 2025 - რა ცვლილებებია საარჩევნო პროცესში და რა პროცედურების გავლა მოუწევს ამომრჩეველს ხმის მისაცემად

საქართველოს მოსახლეობა 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოების შემადგენლობას დააკომპლექტებს. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დრო საღამოს რვა საათამდე ექნებათ. უკვე მეორედ არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელია 3061 საარჩევნო უბანზე , 777 უბანზე კი კენჭისყრა ძველი წესით ტარდება. შესაბამისი ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია ყველა უბანი. არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. მათ შორის არ იქნება ეუთო/ოდირი.

რა ცვლილებებია საარჩევნო პროცესში და რა პროცედურების გავლა მოუწევს ამომრჩეველს ხმის მისაცემად – ცარო კირვალიძე დეტალებით.