ქვეყანაში დღეს თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ქვეყნის მასშტაბით ზუსტად 08:00 საათზე 3 061 საარჩევნო უბანი გაიხსნა, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული წესით მიმდინარეობს. დილიდან საარჩევნო უბნებზე თბილისსა და რეგიონებში „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ.
ვაკის საარჩევნო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება ნათია ქენქაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.