თვითმმართველობის არჩევნები 2025 - პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ცოტა ხნის წინ ვაკის მეორე ოლქში გამოხატა არჩევანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ოცდამეშვიდე უბანზე მისცა ხმა და ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა. პრემიერმა მოლოდინებზე ისაუბრა და თქვა, რომ 60 პროცენტზე ბევრად მეტს ელოდება როგორც მერის არჩევნების, ასევე საკრებულოების არჩევნების შედეგად. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხმა მისცა მშვიდობას და მეტ განვითარებას.
თათია ტაბეშაძე გვეტყვის უფრო დეტალურად, რაზე ისაუბრა პრემიერმა.