თვითმმართველობის არჩევნები

დედაქალაქის მერობისთვის მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ. „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნდობა თბილისის მოსახლეობის 44.97%-მა გამოუცხადა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს 33.98%-მა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში. ასეთია ცესკო-ს წინასწარი მონაცემები.

დატოვე კომენტარი