საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კონფერენციას მართავს. ასოციაციამ დღეს 11 ნომინაციაში 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები და სიგელები დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისისა და ხარაგაულის, ასევე რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმიც გაფორმდა.