ოპოზიციაში უთანხმოება კიდევ უფრო მწვავდება – როგორც ირკვევა ბარიერგადალახულ პარტიების შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული დაპირისპირებით ექს-პრეზიდენტიც უკმაყოფილოა. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახლების“ პოზიციას იზიარებს და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრ სხვა პარტიებს საარჩევნო მზადებისთვის აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტი არსებულ პოლიტიკურ რეალობაში არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს, ოპოზიციას კი ისევ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ზურაბიშვილის მკაცრი ტონის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას პარტიებში, თუმცა მკაფიო პასუხი მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ფიქსირდება.
ვიდრე ოპოზიცია საბოლოო პოზიციაზე ჩამოყალიბდება, ერთიანობას დამოუკიდებლად მოქმედება კიდევ ერთმა პარტიამ ამჯობინა – „ლელოს“ გარშემო შექმნილი კოალიცია ანა დოლიძემ დატოვა.