თვითიზოლაციის დარღვევის 14 ახალი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანა. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში 141 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.