თვენახევრის ჩვილის მდგომარეობა

დამაკმაყოფილებელია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა.

მცირეწლოვანს ტემპერატურა მცირედით აქვს მომატებული, თუმცა თავს კარგად გრძნობს. ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში ჩვილთან ერთად მისი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი, მათ შორის ერთი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი გადის მკურნალობას. ჩვილის მშობლებთან ერთად, ვირუსი ბავშვის ბებიას და ბაბუასაც გამოუვლინდათ.