„ტვ პირველის“ მფლობელი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა

ვისი კვალი ამჩნევია წერილს, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის ადვოკატი აცხადებს, რომ ამას ლონდონში დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს, რის შემდეგაც მასალები სრულად გადაეგზავნება პროკურატურას.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული მასალის შინაარსს უკვე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ მფლობელი. ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ მისი შინაარსი აღქმულია როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი.