თუშური გუდის ყველის ფესტივალი
ფერმერთა და მეწარმეთა ბაზრობები, თუშური გუდის ყველის კონკურსი, კულინარიული მასტერკლასები, ფოლკლორი და ქორეოგრაფია. თუშური გემო, კულტურა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრება დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, გუდის ყველის ფესტივალზე გაერთიანდა. ღონისძიება 2024 წლიდან თუშური ყველის, განსაკუთრებით კი – გუდის ყველის და მისი ტრადიციის მცველი მწყემსებისა და ფერმერების პატივსაცემად იმართება.