თუშეთში, სოფელ ილიურთაში მანქანა ხევში გადავარდა

ავარია თუშეთში.

სოფელ ილიურთაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამთენიისას კი დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები.