თუშეთი ზამთრის ზღურბლზე
თუშეთში ტურისტული სეზონი დასრულდა. მხარე, რომელიც ზამთრის თვეებში დანარჩენ სამყაროს წყდება, ახალ რიტმზე გადადის. შემოდგომის მიწურულს, აბანოს უღელტეხილზე ტურისტულ ნაკადებს ბარისკენ მიმავალი ცხვრის ფარები ცვლის, საოჯახო სასტუმროები კი – მომავალ გაზაფხულამდე იკეტება. მკაცრი ზამთრის მოლოდინში თუშეთი ბოლომდე არასდროს იცლება, იქ რჩებიან ადამიანები, რომლებიც სირთულეებთან გამკლავებას ყოველთვის ახერხებენ და ზამთრის განსაკუთრებული ხიბლით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აგროვებენ.
მოგზაურობა ტურისტული სეზონის მიწურულს, თუშეთი „მოამბე რეგიონების“ ობიექტივში.