თუშეთი – ცოცხალი მემკვიდრეობა და მისი მცველები
შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მწვერვალებამდე – საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობას 500-მდე რეინჯერი იცავს. ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტი სწორედ დაცულ ზონებს უკავია, სადაც მათი მუშაობა ყოველდღიურ რისკთან და მრავალმხრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. „მოამბე – რეგიონებში“ გაგაცნობთ რეინჯერებს თუშეთიდან, იმ ისტორიული კუთხის მცველებს, რომლის უდიდესი ნაწილი დაცული ტერიტორიების სისტემაში შედის და ეროვნული პარკის, სახელმწიფო ნაკრძალისა და დაცული ლანდშაფტისგან შედგება. თუშეთში ბუნების დაცვა-კონსერვაციზე 21 რეინჯერი და ხუთი უბნის უფროსი ზრუნავს. რამდენიმე დღეში, 31 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება.
ანა ნოდიასა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები