თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნა – საგამოძიებო მოქმედებები

18:22, 13.11.2025

თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო ოპერაცია დასრულდა. ნაპოვნია ბორტზე მყოფი 20ვე პირის ცხედარი. ამ დროისთვის ისევ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში კონკრეტული სამუშაოები. იმყოფებიან ქართველი და თურქი სპეციალისტები. თურქეთის  სამხედრო-საჰაერო ძალების „სი-130“ ტიპის თვითმფრინავი, სამშაბათს განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კმ ჩამოვარდა. ოფიციალური ვერსია რამ გამოიწვია კატასტროფა არ გავრცელებულა, თუმცა მედია სხვადსხვა ვერსიაზე წერს. მათ შორის სახელდება ტვირთის არასწორი გადანაწილება და ბორტის კოროზია.

მსგავსი