თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნა – საგამოძიებო მოქმედებები
20-ვე ცხედარი და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის თითქმის ყველა ფრაგმენტი ნაპოვნია.
შავი ყუთი საქართველოდან თურქეთში ჩაიტანეს. ირკვევა, რომ სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც სიღნაღის რაიონში ორი დღის წინ ჩამოვარდა, განჯიდან თურქეთში ექვსი ტონა ტვირთი, კერძოდ, ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა. სწორედ ამ ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამხედროები იმყოფებოდნენ ბორტზე. ოფიციალური ინფორმაციით, ლაინერით საბრძოლო მასალების გადატანა არ დასტურდება. ორი ქვეყნის ჩართულობით სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა შემთხვევის ადგილზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. გამოძიებას საერთაშორისო ჯგუფი წარმართავს. თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთში განიცადა, რამდენიმე ნაწილი ჰაერშივე მოძვრა. თურქულ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ გამოძიება ჩამოგდების ვერსიაზეც მუშაობს.