თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა
ავიაკატასტროფა მოხდა საქართველოში. სიღნაღის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩამოვარდნილია თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა. ადგილზე საქაერონავიგაციის საძიებო ჯგუფი და შსს-ს სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილი საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრშია – საჰაერო ხომალდი სოფელ მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. არსებობს ვარდნის ამსახველი ვიდეომასალა. C 130 ტიპის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. როგორც ირკვევა, ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი არ დაფიქსირებულა. სამი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ერთმანეთთან კოორდინაციაში არიან. აზერბაიჯანი საქართველოს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად ჯგუფების გამოგზავნას სთავაზობს.
შემთხვევის ადგილზე ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს, – შალვა სუმბაძე დეტალებით.