თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა
საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია. სიღნაღის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. საერთაშორისო მედია სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „სი 130“ ტიპის თვითმფრინავი განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კმ-ში ჩამოვარდა.
შალვა სუმბაძე არკვევს დეტალებს.