თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა
სიღნაღის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, სავარაუდოდ, თურქული მხარეც. ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია – ჩამოვარდნილია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების C 130 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი გარდაცვლილია.
შალვა სუმბაძე დეტალებით.