თურქმენეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

12:04, 17.07.2026

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.

მსგავსი