თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში – შეფასებები

15:12, 17.07.2026

თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ორი დღის განმავლობაში სერდარ ბერდიმუჰამედოვმა არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გამართა, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. დღეს თურქმენეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, პარტნიორობის გაღრმავებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი თემა შუა დერეფანი და ის პოტენციალია, რაც ქვეყნებს ამ მიმართულებით გააჩნიათ. ასევე, განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს, საქართველოს მთავრობის წევრები აფასებენ.

მსგავსი