თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი
თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში დღეიდან დაიწყო. სერდარ ბერდი-მუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში.
შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები. გაიმართა პრეზიდენტებს შორის ჯერ პირისპირ შეხვედრა, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა დისკუსია. განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით. პრეზიდენტებმა ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.