თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი – თანამშრომლობა კულტურის სფეროში
საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კი განიხილეს, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ. ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერის საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის კულტურის დღეები გაიმართება.