თურქმენეთის კულტურის დღეები
რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიხსნა თურქმენეთის კულტურის დღეები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ. პროგრამაში მონაწილეობდნენ თურქმენეთის სახალხო არტისტები, მუსიკოს-შემსრულებლები და ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი „მირასი“. რუსთაველის თეატრის ფოიეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თურქმენ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.