თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვს. ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. თოვლმა სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები. რიზე შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, აქამდე ივლისში თოვლი არასდროს უნახავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ამ ნაწილში რამდენჯერმე მარტშიც მოთოვა, თუმცა ზაფხულში ასეთ შემთხვევას ვერ იხსენებენ.